სოფელ ველისციხეში, მინისტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მინისტადიონზე პოლიციამ ფეხბურთის მოთამაშე 11 პირი დააჯარიმა.

ინფორმაციას გურჯაანის მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, სტადიონზე 11 ადგილობრივი მაინც თამაშობდა. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად, თითოეული მათგანი პოლიციამ 3000-3000 ლარით დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების დაცვასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში კონტროლი გამკაცრებულია და მონიტორინგს სამართალდამცველები რეგიონის მაშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ქმედების განმეორების შემთხვევაში, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია