სემეკმა კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა შექმნა
იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სურთ მთავრობის კომუნალური შეღავათებით სარგებლობა, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა. სემეკის განცხადებით, მოქალაქეებს გადაწყვეტილების დაფიქსირება მათივე ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე. სემეკის ცნობით, მოქალაქეებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ, როგორც ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე, ეს შესაძლებელია ერთიანად — სამივე თვეზეც. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. მომხმარებლებმა ვებგვერდზე რამდენიმე ველი უნდა შეავსონ და ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

"კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ", — ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს ეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია