ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის
და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგაან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6
საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 73 მოქალაქე
დააჯარიმა.
მათივე ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის
და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15
მოქალაქე დააჯარიმდა.
ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის
დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირი 3 000
ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.