ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 115 პირი დააჯარიმეს — შსს
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგაან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 73 მოქალაქე დააჯარიმა.

მათივე ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმდა.

ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირი 3 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

წყარო: On
| Print |