მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. Worldometers - ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ დაინფიცირებულია 17,038,177 ადამიანი, ხოლო მათგან 666 138 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 10.5 მილიონი პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5.8 მილიონს აჭარბებს.

დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,5 მილიონი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2,4 მილიონი ადამიანია კოვიდ-19-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი ინდოეთია 1,5 მილიონი ინფიცირებულით.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია