კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი 79 წლის ქალია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით“,- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია