„როიტერსი“ - აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა.

„როიტერსი“ წერს, რომ აშშ-ში ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს. უკანასკნელი 11 დღის მანძილზე კი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.

ცნობისათვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია