კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში, 29 თბილისში, 7 ქუთაისში დაფიქსირდა — ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 196 შემთხვევიდან 144 უკავშირდება ბათუმს, 29 თბილისს, 8 შემთხვევა კი იმერეთს.
მათგან 7 ქუთაისში, ხოლო 1 — საჩხერეში დაფიქსირდა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, 4 შემთხვევა დადასტურდა გორსა და ოზურგეთში, 3 კი გარდაბანში. ინფიცირებულთა რიცხვი ფოთსა და მცხეთა-მთიანეთში 1-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია