საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 1 124 442 გამოჯანმრთელდა, 15 300 კი,
გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 755 879 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.
კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი
გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 897 პირი.
ამასთან, 7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 11
235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი,
გარდაიცვალა 34.