ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის
მაია ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი“ ბავშვებში მარტივად მიმდინარეობს და 3
დღის მერე პაციენტს კლინიკიდან წერენ.
„10 დღეზე მეტია დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის
მომართვიანობა და ასევე, გაწერებიც. მაქსიმუმი საწოლდღე არის 3 დღე.
ხშირად, 48 საათშიც არიან პაციენტები გასაწერები. ზოგადად, რასაც
ვხედავთ, „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის
კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ. ძირითადად, კლინიკაში 90% არის
წლამდე ასაკის ბავშვი“, - აცხადებს მაია
ჩხაიძე.
წყარო:
pia.ge