საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 517 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 688 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 6 768, „პისიარ“-ტესტით – 2 920.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 41,58%, ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 458 093 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 1 270 759 გამოჯანმრთელდა, 15 577 კი,
გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 775 482 აცრა, დღიურად აცრილია 478.
კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 202 ადამიანი
გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 481 პირი.
ამასთან, 13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 15
712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 623 პაციენტი,
გარდაიცვალა 40.