საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 583 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 21 538, „პისიარ“-ტესტით – 14 045.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო შვიდი დღის –
25,38%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 591 936 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 1 462 572 გამოჯანმრთელდა, 16 054 კი
გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 811 285 აცრა, დღიურად აცრილია 2 532.
კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 020 ადამიანი
გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 599 პირი.
ამასთან, 24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 8
455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 206 პაციენტი,
გარდაიცვალა 41.