Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9
671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176
PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 620
639-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.07%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193,
ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -
17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894,
საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 118, აჭარაში - 270, იმერეთში - 626. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში
- 94, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245
პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 27, იმერეთში - 18. 61 981
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.