საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 733 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 5 281, „პისიარ“-ტესტით – 2 452.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 11,19%, ბოლო 14 დღის – 18,43%, ბოლო შვიდი დღის –
15,55%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 930 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 1 570 884 გამოჯანმრთელდა, 16 456 კი,
გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 827 920 აცრა, დღიურად აცრილია 190.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 045 პირი.
ამასთან, 8 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 783
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 450 პაციენტი,
გარდაიცვალა 32.