Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12
645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2
405 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631
900-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315,
ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი
- 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც,
1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 826, აჭარაში - 149, იმერეთში - 354. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში
- 249, აჭარაში - 68, იმერეთში - 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.