საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 10 877, „პისიარ“-ტესტით – 2 645.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 9,19%, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო შვიდი დღის –
13,48%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 634 686 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 1 584 440 გამოჯანმრთელდა, 16 530 კი,
გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 832 291 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 503 პირი.
ამასთან, 11 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 543
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 198 პაციენტი,
გარდაიცვალა 20.