Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21
620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2
402 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639
678-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111,
ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც,
986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში
- 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.