Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21
614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2
330 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643
295-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 143,
ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 65, გურია - 84, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 99, კახეთი - 76, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც,
766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 388, აჭარაში - 55, იმერეთში - 177. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი, მათ შორის, თბილისში
- 119, აჭარაში - 28, იმერეთში - 33. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.