Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23
553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2
523 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644
112-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105,
ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც,
738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 387, აჭარაში - 53, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში
- 118, აჭარაში - 27, იმერეთში - 33. 22 072 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.