საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი, - ამის შესახებ
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 749
კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 711 PCR ტესტით.