Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22
788 კვლევა ტესტით,
მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.2% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.57%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 49,
ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 32, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც,
524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 277, აჭარაში - 36, იმერეთში - 100.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის,
თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.
5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.