Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77
584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29
612 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი
აქტიურად ცირკულირებს. გამყრელიძის განმარტებით,
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის
განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის
საწინააღმდეგო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს.