2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების
745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი, -
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის
მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და
კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.