თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
მუხათში, ფაბრიკის დასახლებაში,
ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს.
თეთრიწყაროს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მუხათში
მინი სპორტული მოედნის მოსაწყობას 140 133 ლარის დახარჯვაა
დაგეგმილი.
„საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს სოფელ მუხათის
გარეუბანში მდებარე მიწის ნაკვეთს. საპროექტო გადაწყვეტილება
გულისხმობს ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მინი სპორტული მოედნის
მოწყობას“ - აღნიშნულია პროექტში
შესყიდვის პროექტის მიხედვით, მინი სტადიონი შემოიღობება და
მოეწყობა
განათებაც.
თეთრიწყაროს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა
კომპანიებს 13-დან 16 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული
კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60
კალენდარული დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“