ფერიხანუმ სოფიევას ბანკნოტი - ფაქიზა მეხტიევა ყარაჯალიდან ნახატების კონკურსის გამარჯვებულია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ, ფაქიზა მეხტიევამ ნახატების კონკურსში, “ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი” გაიმარჯვა. პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა “ფინედუს” ინიციატივით, საქართველოს ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით 18 მარტს დაიწყო.

6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეექმნათ ბანკნოტის ნახატი, რომელიც დაუკავშირდებოდა მშობლიურ კუთხეს, ქალაქსა

თუ სოფელს. კონკურსისთვის ფაქიზა მეხტიევამ ფერიხანუმ სოფიევას ბანკნოტი შექმნა. ადამიანის, რომელიც გარდაბნიდან იყო. ფაქიზა რადიო “მარნეულთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ფარიხანუმი სიძლიერისა და სტერეოტიპების დამსხვრევის კარგი და მისაბაძი მაგალითია.

“ვეცდები მის ნაირი დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი ვიყო, რომელსაც შეუძლია სწორად აზროვნება, სხვების დახმარება და იმის წარმოჩენა, თუ რამდენი რამის კეთება შეუძლიათ ქალებს, მითუმეტეს საქართველოში. ფარიხანუმ სოფიევა ჩემთვის არის სამაგალითო ადამიანი. 1918 წელს, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში არ იყო ქალების ხმის მიცემის უფლება, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ქალები დეპუტატებად ირჩეოდნენ და რეგიონებს მართავდნენ. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეცვალოს საზოგადოება. ჩემი ბანკნოტით მინდოდა პატივი მიმეგო მისი მემკვიდრეობისთვის და მეჩვენებინა ჩვენი რეგიონის მრავალფეროვანი კულტურული საგანძური” - გვითხრა ფაქიზა მეხტიევამ.

ფაქტიზასთან ერთად, კონკურსს სხვა გამარჯვებულებიც ჰყავს, რომლებიც სერტიფიკატებთან ერთად,, მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ფულად პრიზს 500-ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ფერიხანუმ სოფიევა საუკუნის წინ, ჩვენს მახლობლად, მარნეულიდან 40 კილომენტრში, სოფელ ყარაჯალარში, სიტყვის და ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. 1918 წელს 34 წლის მუსლიმმა ქალმა პოლიტიკური თანამდებობა დემოკრატიული გზით მოპოვა.

ფერი ხანუმ სოფიევა 8 წლის წინ, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა გაგვაცნო. ისტორიული ცნობების თანახმად, სოფიევა მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები