ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ ბოლნისში
და
სოფელ ჭაპალაში სკვერისა დ ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობას
გეგმავს. ბოლნისის მერიის მეირ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, 2
სკვერისა და 2 მინი სტადიონის მოწყობაში, ჯამში, 800 000 ლარი
დაიხარჯება.
ბოლნისის მერიამ სამუშაოების განსახორციელებლად 2 ტენდერი გამოაცხადა.
პირველი ტენდერის მიხედვით, 400 000 ლარად იგეგმება სოფელ ჭაპალაში
სკვერისა და ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა. მეორე
ტენდერის
მიხედვით კი ასევე 400 000 ლარადაა დაგეგმილი ქალაქ ბოლნისში
N3 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მინი
სტადიონის მოწყობა.
ტენდერების მიხედვით, თანხების 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოიყო.
ტენდერებში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების
წარდგენა 24-დან 29 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული
კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120
კალდნდარული დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“