ხარებას დაჯგუფება გიოგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრს დაესხა თავს - ფორმულა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრს, გიორგი

უბილავას.

ფორმულას ინფორმაციით, გიორგი უბილავას გუშინ, 9 აპრილს, გვიან ღამით დაესხნენ თავს. ფორმულას განმარტებით, უბილავას მძიმე დაზიანებები მიადგა. ტელეკომპანია აცხადებს, რომ თავად უბილავა მასზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები