დმანისის მერია რეგიონ ტვ-ს ინფორმაციის გასავრცელებლად 7 000 ლარს გადაუხდის
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს რეგიონ ტვ-სთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. დმანისის მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა სატელევიზიო მომსახურება რეგიონ ტვ-სგან - ყოფილი მარნეული ტვ-სგან.

დმანისის მერს, კობა მურადაშვილსა და შპს რეგიონ ტვ-ს დირექტორს, ზაზა ბაბლუანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დმანისის მერია რეგიონ ტვ-ს 7 000 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, რეგიონ ტვ ვალდებულია ეთერში გაუშვას დმანისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. რეგიონ ტვ-მ ჯამში დმანისის მერიის

მიერ მიწოდებული 14 ინფორმაცია უნდა გაუშვას ეთერში, 7 ქართულ და 7 აზერბაიჯანულ ენებზე.

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, რეგიონ ტვ-მ დმანისის მერიას სატელევიზიო მომსახურება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გაუწიოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები