დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა
პოლიციელებისათვის თერმო ჭიქებს,
საფულეებს და მეხსიერების ბარათებს ყიდულობს. დმანისის მერიასა და
ინდივიდუალურ მეწარმე ციალა სოყურაშვილს შორის გაფორმებული
გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, დმანისის მერია პოლიციელებისათვის
სხვადასხვა სახის საჩუქრებს შეიძენს.
გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მერია 53 პოლიციელს საჩუქრებს
პოლიციის დღის აღსანიშნავად გადასცემს.
დმანისის მერია 53 შესაფუთ ყუთში 636 ლარს გადაიხდის, 1 537 ლარად
შეიძენს 53 ცალ 500
მილილიტრიან ბრენდირებულ თერმო ჭიქებს, ამავე
რაოდენობის საფულე ბარათების ჩასადებში თვითმმართველობა 1 325 ლარს
დახარჯავს, ხოლო 53 ცალ 128 გეგაბაიტიან მეხსიერების ბარათებს 2 544
ლარად შეისყიდის.
დმანისის მერიას 2026 წესლ პოლიციელებისათვის პოლიციის დღის მისალოცი
საჩუქრები სულ 6 042 ლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მერიამ გასულ, 2025 წელს,
პოლიციელებს 4 210 ლარის ღვინო აჩუქა. დმანისის მერიამ გასულ წელს
საჩუქრები 43 პოლიციელისათვის შეისყიდა.
პოლიციელის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
რადიო „მარნეული“