შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე
ფიზიკურად იძალადა. მათ შორის მომხდარი დაპირისპირებისას,
დაზარალებული წაიქცა და თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის
შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა
დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით
დააკავეს", -
წერს შსს.
ამ დროისთვის პოლიციის მიერ გრძელდება აქტიური საგამოძიებო
მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 8 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.