რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ზიანის გამომწვევი ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვან თანამზრახველთან ერთად, ერთ-ერთი კომპანიის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე თანხა ჩარიცხა, რის შემდეგაც აპარატი დააზიანა და მასში არსებულ ფულად სახსრებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კომპანიისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 3 784 ლარი შეადგინა.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ბრალდებულის სახით დააკავეს. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მყოფ არასრულწლოვანს, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები ტარდება.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები