დმანისის მერი თბილისის მიმართულებით მომუშავე ავტობუსებზე ინფორმაციას ავრცელებს
დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოციალურ ქსელში დმანისსა და თბილისს შორის მოძრავი მწვანე ავტობუსების მომსახურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ეს სერვისი უკვე 15 თვეა ფუნქციონირებს და მოქალაქეების გადაადგილებას ემსახურება.

მგზავრობისთვის აუცილებელია თიბისის სამგზავრო ბარათის ქონა, რის გარეშეც ავტობუსით სარგებლობა შეუძლებელია. სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასოა, თუ მათ თიბისის სტუდენტური ბარათი აქვთ. მურადაშვილის ინფორმაციით, ავტობუსები კეთილმოწყობილია და მგზავრების საჭიროებებზეა მორგებული.

მგზავრობის

განრიგი:

დმანისი → თბილისი – 07:30 (ორთაჭალის ავტოსადგური)

თბილისი → დმანისი – 17:30 (ორთაჭალის ავტოსადგური)

გომარეთი → თბილისი – 08:30

თბილისი → გომარეთი – 16:00


მერმა განცხადებაში აღნიშნა რომ მგზავრობის ღირებულება 5 ლარს შეადგენს.



მუნიციპალური ტრანსპორტი დმანისის მუნიციპალიტეტში
დმანისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შიდა მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი, რომელიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურება. 2025 წლის 14 იანვრიდან ეს სერვისი დამატებით ახალი მიმართულებებით ამუშავდა.

ახალი მიმართულებები (ყოველ ოთხშაბათს):

10:00 საათზე: სოფელი ლოქჭანდარი → ქალაქი დმანისი

16:00 საათზე: ქალაქი დმანისი → სოფელი ლოქჭანდარი

10:00 საათზე: სოფელი კამიშლო → ქალაქი დმანისი

16:00 საათზე: ქალაქი დმანისი → სოფელი კამიშლო

10:00 საათზე: სოფელი "აზერბაიჯანული" კაკლიანი → სოფელი ბოსლები → ქალაქი დმანისი

15:00 საათზე: ქალაქი დმანისი → სოფელი ბოსლები → სოფელი "აზერბაიჯანული" კაკლიანი


ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს:

უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას დამატებით კონკრეტული მიმართულებებით მოემსახურება.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
ამ ინიციატივას გამოეხმაურა დმანისელი რეჟისორი და ორგანიზაცია "შეხვედრის ადგილის" დამფუძნებელი ლაშა ჩხვიმიანი. მისი თქმით, „ასეთი ძალა აქვს გაერთიანებულ სამოქალაქო საზოგადოებას.“

მისივე განცხადებით, 2023 წელს დმანისელი 312 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის შედეგად ამოქმედებულმა მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამამ განვითარება დაიწყო და მას კიდევ 5 სოფელი დაემატა. დღეს პროგრამა დმანისის 29 სოფელს ემსახურება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას ხელმისაწვდომს ხდის.

თუმცა, ჩხვიმიანი აღნიშნავს, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელი კვლავ ტრანსპორტის გარეშეა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები