ბოლნისში „ტირის“ რეაბილიტაციისთვის 11 800 ლარი დაიხარჯება
ბოლნისში, „ტირის“ სახელით ცნობილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება — მერიაში კომენტარს მხოლოდ ოფიციალური წერილის საფუძველზე აკეთებენ

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ერთ-ერთ შენობას, რომელსაც ადგილობრივები „ტირის“ სახელით იცნობენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადდა. მუნიციპალიტეტი შენობის გარემონტებისთვის 11 800 ლარის დახარჯვას გეგმავს.

დავინტერესდით, რეაბილიტაციის შემდეგ შეინარჩუნებს თუ არა შენობა ძველ ფუნქციას

და კვლავ „ტირად“ იმუშავებს, თუ მას სხვა დატვირთვა ექნება. ბოლნისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ კითხვებზე პასუხს მხოლოდ წერილობითი ფორმით გასცემენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები