ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ქვემო არქევანში მდებარე
საჯარო სკოლის
შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 152,000 ლარია. პროექტი სრულად
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები მოიცავს სკოლის
შენობის სახურავის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის – არსებული
დაზიანებული მასალის დემონტაჟს, წყალგაუმტარი ფენის მოწყობასა და
გადახურვას თუნუქის ფურცლებით.
ასევე დაგეგმილია შენობის კარებისა და ფანჯრების შეცვლა – მათ შორის,
ხის კონსტრუქციების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით
ჩანაცვლება.
ტენდერი გამოცხადდა 6 აგვისტოს. წინადადებების მიღება დაიწყება 16
აგვისტოს 00:00 საათიდან და დასრულდება 19 აგვისტოს 16:00 საათზე.
ყდის ფოტო: ქვემო აქრევანის სკოლის ფეისბუქ გვერდიდან