დმანისში, მდინარე ხრამზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, დმანისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. განცხადების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქციას მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეებ გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღის გამოყენებით იჭერდნენ თევზს.

„ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 60 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული კალმახის სახეობაც.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გა

დაიგზავნა“.
- აღნიშნულია განცხადებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გასული წლიდან, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

„ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დასჯადია ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც“. - აღნიშნულია განცხადებაში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები