მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „სასკოლო
სპორტული ოლიმპიადის“
ჩატარებისათვის სიგელები, მედლები და მსაჯის მომსახურება
გამარტივებული წესით შეისყიდა.
10 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მერია
ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან 12 ჩარჩოში ჩასმულ
სიგელს, 10 სპორტულ თასს, 213 სპორტულ მედალს, 220 ქაღალდის სიგელს, 3
ფეხბურთის ბურთს და 2-2 ფრენბურთის და კალათბურთის ბურთებს შეისყიდის.
მერიამ ხელშეკრულება აკრემ გახრამანოვს 2 429 ლარად
გაუფორმა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 10 ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა
ოთარ ხარშილაძესთანაც, რომლისგანაც ფეხბურთის მსაჯის მომსახურებას 1
250 ლარად შეისყიდის.
„საქართველოს მაშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
დაწყებულია და დამთავრდება 2025 წლის ბოლოს, რესურსცენტრიდან
მოწოდებული ინფორმაციით ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 30-მა საჯარო სკოლამ
გამოთქვა სურვილი ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში. შეჯიბრებები
სკოლებს შორის გაიმართება სხვადასხვა სპორტულ სახეობებში: (ფეხბურთი,
ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და გეზრბენი). აღნიშნული
შეჯიბრებები ჩატარდება გოგონებსა და ვაჟებს შორის“. -
აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ორგანიზატორი საქართველოს ბავშვთა და
სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“
საქართველოს მასშტაბით იმართება, რომელსაც მარნეულიდან 30 სკოლა
შეუერთდა.