ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის
სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე
მერქანი უკანონოდ მოიპოვა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ
მოპოვებული
ხე-ტყე, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის
პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგი, რეგიონული
სატყეო სამსახურების თანამშრომლების პატრულირებასთნ ერთად, სახელმწიფო
ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც
ხორციელდება.