მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურის ცენტრის რებილიტაციის
პროექტი მოიწონა.
საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა ადილ ალიევმა გამოიტანა, რის
შემდეგაც პროექტის დეტალებზე მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური
განვითარების სამსახურის უფროსმა, ბექა აბდელანმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, კულტურის სახლის რებილიტაცია-რეკონსტრუქცია 7 მილონ
ლარზე მეტი დაჯდება, რისთვისაც თანხა საქართველოს რეგიონალური
განვითარების სამინისტრომ გამოყო. კულტურის სახლის რემონტი 3 წელი
გაგრძელდება.
„პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 7 585 000 ლარს. 2026
წლის რეგიონალური ფონდიდან იქნება პროექტის ღირებულებსი 20%
გამოყოფილი. შემდეგ დაიწყება ეტაპობრივი დაფინანსება. პროექტი
გულისხმობს ქალაქ მარნეულში კულტურის სახლის
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, სადაც ითვალისწინებს ინტერიერში
სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებას, დაიწყება სარდაფის სართულიდან და
მოყვბა მთლიანად სრული რებილიტაცია. მოეწყობა ახალი სასცენო განათება,
მოეწყობა ასევე სრულიად ახალი თეატრის ოთახი და მოეწყობა ასევე
ქორეოგრაფიის ახალი ოთახი, ეს მოხდება დაშნებების პრინციპით. შენობა
სულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ნებისმიერ
ადამიანისათვის იქნება ხელმისაწვდომი.“ - თქვა
აბდელანმა.
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. 4
ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო 9
თვის ბიუჯეტის შესრულების საკითხს და მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამაში შესატან ცვლილებას.
ამავე თემაზე:
კულტურის ცენტრის
რეაბილიტაციის პროექტისათვის 99 600 ლარიანი ტენდერი მეორედ
გამოცხადდა