გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით,
თეთქიწყაროში მოქალაქის
მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა, დაახლოებით, 60
000 ლარია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
განმარტებით, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის
ტერიტორიაზე, განხორციელდა. მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის
გამოყენებით, ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 6 564 კუბური მეტრი
მოცულობის ბაზალტის ქვა.
„მოპოვებითი სამუშაოების დროს, სამართალდამრღვევმა ასევე
მოჭრა 7 ძირი მუხის სახეობის ხე, 3 ათას კუბურ მეტრამდე მოცულობის
გამოუსადეგარი ქვა კი, მიწის ნაყოფიერ ფენაზე დაყარა.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური
ოდენობა დაახლოებით 60 ათასი ლარია“. - აღნიშნულია
განცხადებაში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, ვინაიდან
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები
შემდგომი რეაირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
რადიო „მარნუელი“