86.50 ლარის ნობათი თითო შეჭირვებული ოჯახისთვის - მარნეულის მერიის ინიციატივა ახალ წელს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად 60 555 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა 700 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ ნობათს გადასცემს. თითო ოჯახისათვის მერიამ 86 ლარი და 50 თეთრი გამოყო. აღნიშნულ თანხაში ოჯახებს 13 სახეობის პროდუქტს გადასცემენ. მათ შორის სპრედს, წიწიბურას, ზეთს, კარამელის კაფეტსა და ფქვილს.

გადასაცემი პროდუქტების ჩამონათვალი:

  • სპრედი 1კგ
  • წიწიბურა 2კგ
  • ბრინჯი 2კგ
  • ვერმიშელი 1კგ
  • ჩაი

    100 გრ
  • მცენარეული ზეთი 2 ლიტრი(დასაშვებია 1 ლიტ.ბოთლებში)
  • შესქელებული რძე 2 ქილა
  • კარამელის კანფეტი 1კგ
  • შოკოლადის კანფეტი წონის 1კგ
  • ხორბლის ფქვილი არანაკლებ 25 კგ პირველი ხარისხი
  • შაქარი 1 კგ (შეკვრა/შეფუთვა)
  • კვერცხი 10 ცალი (შეფუთვა / შეკვრა)
საკვები პროდქტების შეძენის ტენდერი მარნეულის მერიამ 5 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 13-15 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება თვითმმართველობას ნობათი 29 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები