მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში ჭაბურღილის შენობის
მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ვერც მესამე ცდაზე შედგა.
მასში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია, რის გამოც
მუნიციპალიტეტმა ტენდერი არშემდგარად გამოაცხადა. თვითმმართველობა
ოფრეთში პროექტის განხორციელებას ოქტომბრის თვიდან ცდილობს, თუმცა
მასში მონაწილეობას პრეტენდენტები არ იღებენ.
სამუშაოების შესყიდვისათვის 6 917 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები
„მოქალაქეთა
ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში უნდა
განხორციელდეს,
რომელსაც 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით იგეგმება:
- შენობა გადახურვა
- კედლების აშენდება წვრილი ბლოკით
- რკინა-ბეტონის სარტყელის მოწყობა
- მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი
- შენობის გადახურვა მოთუთიებული თუნუქით
- კედლების და ფერდოების გალესვა ცემენტი