მარნეულის საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები რამდენიმე კვირაში დაიწყება. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ რადიო “მარნეულს” განუცხადა, მუნიციპალიტეტში არსებული 74 საჯარო სკოლა 30 დეკემბრიდან დაისვენებს.

“მარნეულის სკოლებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. ყველა კლასი ერთიანად დაისვენებს. პირველი კლასისსთვის ადრე დასვენება მხოლოდ და

მხოლოდ დასაშვეებია სასწავლო წლის ბოლოს, რომლებიც ერთი კვირით ადრე ისვენებენ ხოლმე სხვა დანარჩენებთან შედარებით." -
თქვა ირმა დავაძემ

მარნეულის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები