მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია საშობაო ნაძვის ხეს 76 400 ლარად
აანთებს.
საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზაბისათვის
თვითმმართველობამ 78 191 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც
უკონკურენტოდ გაიმარჯვა თამარ ელოშვილმა.
ელოშვილმა მარნეულის მერიას ღონისძიების გასამართად ხელშეკრულება 76
400 ლარად დაუდო. რომლის ფარგლებშიდაც 10 000 ლარს გადაუხდიან
მუსიკალურ ბენდს.
“5 მუსიკოსის შემადგენლობით, 1 სოლისტი; ასაკი - 25 წლის.
ბენდი ასრულებს საავტორო და ქავერ სიმღერებს, რეპერტუარში შევა
რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა. ( რეპერტუარი შეთანხმდება
შემსყიდველთან). რეპერტუარის ხანგრძლივობა 60 წთ. სიმღერები
შესრულდება ცოცხალი ვოკალით.” - ვკითხულობთ
ხელშეკრულებაში.
3000 ლარი დაჯდება საახალწლო განათებებით გაფორმებული მოძრავი
სარეკლამო ავტობუსი. 1600 ლარს გადაუხდიან 8 ადგილობრივ მეწარმეს.
1500 ლარი დაჯდება ფოიერვერკის გასროლა, 2000 ლარს გადაუხდიან
ადგილობრივ დიჯეის, რომელსაც 60 წუთიანი პროგრამა ექნება. 2000 ლარი
დაჯდება ბიოტუალეტების მომსახურების დაქირავება და სხვა.
2026 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის
ანთების სადღესასწაულო ღონისძიება მარნეულში 2025 წლის დეკემბრის
მეორე ნახევარში გაიმართება.
ადგილობრივმა თითმმართველობამ რამდეიმე კვირაა საახალწლო სამზადისი
დაიწყო. მათ შორის, ნაძვის ხის ანთებაზე და ქალაქის მორთვაზე ბევრად
ნაკლები თანხა უჯდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
საახალწო ნობათის გადაცემა. მერიამ თითო თითო შეჭირვებული
ოჯახისთვის 86.50 ლარის საკვები პროდუქტები გამოყო.
ქალაქის მოსართავად
210 600 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.