მერია 2026-27 წლის ბიუჯეიდან 1 800 000 ლარს დახარჯავს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კონტროლისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2026-2027 წლებში თვითმმართველობის მიერ განსახორციელებელი, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების, პროექტების ზედამხედველობისათვის კომპანიას ეძებს.

მარნეულის მერიამ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესაძენად 1 800 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მომსახურება ასევე უნდა მოიცავდეს 2026-2027 წელში დაწყებული მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას სამუშაოების დასრულებამდე.

„საზედამხედველო მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე : გზები,

წყალმომარაგება, ხიდები, გვირაბები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, ნაპირსამაგრი, სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, გარე განათება; სანიაღვრე სისტემები; შემოღობვის სამუშაოები“
. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 4-დან 9 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები