რა ჯდება მარნეულში ახალი წელი?
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი წლისათვის მზადება 347 555 ლარი უჯდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2026 წლის აღსანიშნავად სამი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ქალაქის მორთვაზე, საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე და შეჭირვებული ოჯახებისათვის საახალწლო ნობათის გადაცემაზე.

ტენდერი 1
- საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზაბისათვის თვითმმართველობამ 78 191 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა თამარ ელოშვილმა.

ელოშვილმა მარნეულის მერიას

ღონისძიების გასამართად ხელშეკრულება 76 400 ლარად დაუდო. რომლის ფარგლებშიდაც 10 000 ლარს გადაუხდიან მუსიკალურ ბენდს.

2026 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიება მარნეულში 2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.
ქაალაქის მორთვაზე გასულ წელთან შედარებით 45 400 ლარით მეტი დაიხარჯება.

ტენდერი 2
- 210 600 ლარიანი ტენდერის მიხედვით აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვისათვის საჭირო, არსებული საახალწლო მორთულობების შემოწმება-აღდგენა და ილუმინაციების მოწყობა, მონტაჟით და დემონტაჟით.

ადგილობრივმა თითმმართველობამ რამდეიმე კვირაა საახალწლო სამზადისი დაიწყო. მათ შორის, ბევრად ნაკლები თანხა უჯდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწო ნობათის გადაცემა.

ტენდერი 3
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად 60 555 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა 700 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ ნობათს გადასცემს. თითო ოჯახისათვის მერიამ 86 ლარი და 50 თეთრი გამოყო. აღნიშნულ თანხაში ოჯახებს 13 სახეობის პროდუქტს გადასცემენ. მათ შორის სპრედს, წიწიბურას, ზეთს, კარამელის კაფეტსა და ფქვილს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები