„საშობაო ზღაპარი“ და მუსიკალური კონცერტები - მარნეულის კულტურის ცენტრის საახალწლო ღონისძიებები
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტის განცხადებით, მათი ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან დაიწყო და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„თუ ჯერ კიდევ არ იცი, სად შეიქმნა ნამდვილი საახალწლო განწყობა-მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გიწვევთ საახალწლო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“. - აღნიშნულია კულტურის ცენტრის განცხადებაში

მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული პირველი საახალწლო ღონისძიება, 15 დეკემბერს, ბიბლიოთეკაში გაიმართა.

გთავაზობთ კულტურის ცენტრის ღონისძიებების განრიგს:
• მუსიკალური სკოლის საახალწლო კონცერტი-17 დეკემბერი 15:00 სთ.
• სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“ – 23 დეკემბერი 12:00 სთ.
• სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“ – 25 დეკემბერი 15:00 სთ.
•ვოკალის სტუდიისა და ბავშვთა გუნდის კონცერტი-26 დეკემბერი 16:00 სთ.
•ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდების კონცერტი – 27 დეკემბერი 17:00 სთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები