მარნეულში თანასოფლელზე ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ე.ა.-ს თანასოფლელის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატური ძალადობა ედება ბრალად.

გამოძიების დეტალები: დადგინდა, რომ ბრალდებული 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად სთხოვდა ფულს თანასოფლელს (რ.ე.) და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით

ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით, დაზარალებულმა ბრალდებულს ეტაპობრივად, ჯამში 1300 ლარი გადასცა.






სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები