შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ღონისძიების შედეგად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ სომხეთის
მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებულ კ.ს.-ს ბრალად ედება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საბაჟო გამშვებ პუნქტში,
საავტომობილო ზონაში შეამოწმეს. პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოღებულია 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 262-ე (საქართველოში
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.