პირველი იანვრიდან საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს საზღვარზე ჯანმრთელობის
და უბედური შემთხვევების დაზღვევის ქონის ვალდებულება გაუჩნდათ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილების მიხედვით,
საქართველოში შემოსვლის მსურველმა პირმა უნდა იქონიოს სადაზღვეო
პოლისი, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო
კომპანიის მიერ.
„ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი
დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური
შემთხვევა.
საქართველოში შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია,
სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის
ფლობა“. - აღნიშნულია დადგენილებაში
დადგენილების მიხედვით, სადაზღვეო პოლისის მინიმალური თანხა 30 000
ლარი უნდა იყოს.
რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო
პოლიციაში უთხრეს, რომ საზღვრის გადმოკვეთისას სადაზღვეო პოლისის
ქონის ვალდებულება გააჩნიათ საქართველოში დროებითი ბინადრობის
მოწმობის მქონე პირებსაც. განარტავენ, რომ დროებითი ბინადრობის
მოწმობის მქონე პირები ვალდებულები არიან დაზღვევა გააკეთონ
საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს რომლაბსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის სტატუსი
გააჩნიათ სამოგზაურო დაზღვევის შეძენის ვალდებულება არ აქვთ.
საერთაშორისო გამტარ პუნქტებზე საზღვრის გადაკვეთის საკითხებთან
დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს
ცხელ ხაზზე: +995 32 241 42 42
რადიო „მარნეული“