მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ვებგვერდის ჰოსტინგის მომსახურება
1620 ლარად შეიძინა.
საუბარია ოფიციალურ საიტზე marneuli.gov.ge, რომლის გამართული
ფუნქციონირებისთვის თვითმმართველობა თვეში 135 ლარს გადაიხდის.
ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ მიმართა.
მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მერიის ოფიციალური ვებგვერდის
გამართული და უწყვეტი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შესაბამისი
ჰოსტინგის მომსახურების შესყიდვა 2026 წლისთვის.
“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
ოფიციალური ვებგვერდის (www.marneuli.gov.ge) გამართული და უწყვეტი
ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ჰოსტინგის მომსახურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს 2026
წლისთვის ვებგვერდის ჰოსტინგის მომსახურების შესყიდვა, რათა
უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის უწყვეტი
ფუნქციონირება.”
მერიამ ჰოსტინგის წლიურ მომსახურებაზე გამარტივებული ხელშეკრულება შპს
„პროსერვისთან“ გააფორმა. მარნეულის მერიის ვებგვერდი ბოლოს 2024 წელს
განახლდა, რის გამოც ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გათიშული იყო.
ამჟამად საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს.